„როიტერი“ - რუმინეთში, ერთ-ერთ კოვიდსაავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა
„როიტერი“ - რუმინეთში, ერთ-ერთ კოვიდსაავადმყოფოში ხანძარს სულ მცირე ორი ადამიანი ემსხვერპლა, ერთი კი დაშავდა

რუმინეთის ქალაქ პლოიესტის ერთ-ერთ ჰოსპიტალში, სადაც კორონავირუსით ინფიცირებული პაციენტები მკურნალობენ, ხანძარი გაჩნდა. სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ბოლო მონაცემებით დაღუპულია სულ მცირე ორი ადამიანი და დაშავებულია ერთი.

სამაშველო სამსახურებს ჰოსპიტალში მყოფი პაციენტები სხვა საავადმყოფოებში გაადაჰყავთ. ხანძრის გამომწვევი მიზეზის შესახებ ჯერჯერობით ინფორმაცია არ ვრცელდება.

აღსანიშნავია, რომ ოქტომბრის თვეში ხანძარი ქალაქ კონსტანტას ერთ-ერთ კოვიდჰოსპიტალშიც გაჩნდა, რომელსაც შვიდი ადამიანის სიცოცხლე ემსხვერპლა. თებერვლის თვეში კი, ბუქარესტის კოვიდსაავადმყოფოში ხანძრის შედეგად ოთხი ადამიანი დაიღუპა.

ქვეყნის მასშტაბით კორონავირუსზე მკურნალობას 17 400-ზე მეტი ადამიანი გადის, რომელთაგან 1 823 პაციენტი ინტენსიური თერაპიის განყოფილებაშია მოთავსებული. რუმინეთი ევროკავშირის წევრი ქვეყნებიდან მეორე ქვეყანაა, სადაც ვაქცინაციის ყველაზე დაბალი მაჩვენებელია.