„როიტერი“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს კლიმატურ კონფერენციაზე დასწრებაზე უარი თქვა
„როიტერი“ - რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს კლიმატურ კონფერენციაზე დასწრებაზე უარი თქვა

თურქეთის პრეზიდენტმა რეჯეფ თაიფ ერდოღანმა გაერო-ს კლიმატურ კონფერენციაზე დასწრებაზე უარი თქვა და სამშობლოში დაბრუნდა.

ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

ერდოღანის განცხადებით, კონფერენციაზე დასწრებაზე უარის მიზეზი გახდა ის გარემოება, რომ  ბრიტანულმა მხარემ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით თურქული მხარის მოთხოვნები არ გაითვალისწინა.

„ვინაიდან ჩვენს მოთხოვნებს არ უპასუხეს, გადავწყვიტეთ, გლაზგოში არ წასვულიყავით“, – განაცხადა ერდოღანმა.

რეჯეფ თაიფ ერდოღანი რომში დიდი ოცეულის სამიტზე იმყოფებოდა, საიდანაც ის გლაზგოში, გაერო-ს კლიმატური ცვლილებების კონფერენციაზე უნდა ჩასულიყო, ერდოღანი კი თურქეთში დაბრუნდა. მოსალოდნელი იყო, რომ რეჯეფ თაიფ ერდოღანი და ჯო ბაიდენი ერთმანეთს სწორედ გლაზგოში შეხვდებოდნენ, თუმცა ორი ქვეყნის ლიდერის აუდიენცია რომში დიდი ოცეულის სამიტის ფარგლებში გაიმართა.

დატოვე კომენტარი