„როიტერი“ - პრაღაში აქცია იმართება, სადაც მთავრობის გადადგომასთან ერთად, ბუნებრივი აირის შესყიდვაზე კონტრაქტის რუსეთთან გაფორმებას, ნატო-დან და ევროკავშირიდან გასვლას ითხოვენ
„როიტერი“ - პრაღაში აქცია იმართება, სადაც მთავრობის გადადგომასთან ერთად, ბუნებრივი აირის შესყიდვაზე კონტრაქტის რუსეთთან გაფორმებას, ნატო-დან და ევროკავშირიდან გასვლას ითხოვენ

პრაღაში, ვაცლავის მოედანზე ხელისუფლების წინააღმდეგ მიმდინარეობს საპროტესტო აქცია სახელწოდებით „ჩეხეთის რესპუბლიკა პირველ ადგილზე“.

როგორც „როიტერი“ წერს, აქციის ორგანიზატორები ულტრა-მემარჯვენე ძალები, მათ შორის კომუნისტები არიან, თუმცა თავად თავს პოლიტიკურად არააფილირებულ მოქალაქეებად მიიჩნევენ და აქციას „არაძალადობრივ რევოლუციად“ მოიხსენიებენ.

მედიის ცნობით, მთავრობის გადადგომასთან ერთად, აქციის მონაწილეები მოითხოვენ ბუნებრივი აირის შესყიდვასთან დაკავშირებით კონტრაქტის პირდაპირ რუსეთთან გაფორმებას, ნატო-დან, ევროკავშირიდან, გაერო-სა და ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციებიდან ჩეხეთის გასვლას. ანალოგიური აქციები ქვეყნის სხვადასხვა ქალაქში იმართება.

„როიტერი“ წერს, რომ აღნიშნული ჯგუფის ორგანიზებით, საპროტესტო აქცია სექტემბრის დასაწყისშიც გაიმართა, რომელსაც 70 000-მდე ადამიანი დაესწრო.