„როიტერი“ - პოლონეთი ბელარუსის საზღვართან განთავსებული სამხედროების რაოდენობას 10 000-მდე ზრდის
„როიტერი“ - პოლონეთი ბელარუსის საზღვართან განთავსებული სამხედროების რაოდენობას 10 000-მდე ზრდის

თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, პოლონეთ-ბელარუსის საზღვრის დასაცავად განთავსებულ 6 000 სამხედროს 2 500 დაემატება და დაახლოებით 10 000 სამხედრო განახორციელებს საზღვრის უსაფრთხოების დაცვას. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ პოლონეთის თვადაცვის სამინისტროს განცხადებაზე დაყრდნობით ავრცელებს

აღსანიშნავია, რომ სამინისტროს გადაწყვეტილებამდე, 60 და 70 არალეგალი მიგრანტისგან შემდგარმა ჯგუფებმა ძალისმიერი მეთოდებით სცადეს პოლონეთის საზღვრის გადაკვეთა, რის შედეგადაც ორი პოლონელი ჯარისკაცი დაშავდა.

მიმდინარე თვეს, არალეგალი მიგრანტების მხრიდან, ძალისმიერი მეთოდებით საზღვრის გადმოკვეთის მცდელობა მეორედ დაფიქსირდა. პოლონეთი ბელარუსის მთავრობას ადანაშაულებს არალეგალური გზით გადასული მიგრანტების მიერ საზღვრის გადაკვეთაში. მაისის თვეში ევროკავშირის მხრიდან ბელარუსზე დაკისრებული სანქციების საპასუხოდ, ალექსანდრ ლუკაშენკომ განაცხადა, რომ მინსკი ხელს აღარ შეუშლის ბელარუსიდან ევროკავშირის ტერიტორიაზე მიგრანტების გადასვლას. აღნიშნულის შემდეგ მკვეთრად გაიზარდა არალეგალური გზით გადასული მიგრანტების მიერ ლიეტუვის, ლატვიისა და პოლონეთის საზღვრების გადაკვეთის ფაქტები.