„როიტერი“ – პენტაგონიდან ინფორმაციის გაჟონვის შესახებ გამოძიების გამო აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის მთავარი მრჩეველი შვებულებაში გაუშვეს
აშშ-ის თავდაცვის მდივნის, პიტ ჰეგსეტის მთავარი მრჩეველი დენ კოლდუელი პენტაგონიდან ინფორმაციის გაჟონვის შესახებ მიმდინარე გამოძიების გამო ადმინისტრაციულ შვებულებაში გაუშვეს. როგორც „როიტერი“ წერს, ამის შესახებ სააგენტოს ანონიმურმა წყარომ განუცხადა, რომელიც ოფიციალური პირია.
„გამოძიება გრძელდება“, – აღნიშნა სააგენტოსთან საუბარში ოფიციალურმა პირმა.
როგორც „როიტერი“ წერს, 21 მარტის მემორანდუმში, რომელსაც ხელს აწერს ჰეგსეტის აპარატის უფროსი ჯო კასპერი, მოთხოვნილია გამოძიება „ეროვნული უსაფრთხოების ინფორმაციის ბოლოდროინდელი გამჟღავნების შესახებ“.
კასპერის მემორანდუმი არ გამორიცხავდა სიცრუი დეტექტორის გამოყენებას, თუმცა უცნობია, ჩაუტარდა თუ არა კოლდუელს ასეთი შემოწმება.
სააგენტო წერს, რომ მიუხედავად იმისა, რომ კოლდუელი არ არის ისეთივე ცნობილი, როგორც პენტაგონის სხვა მაღალჩინოსნები, მას კრიტიკული როლი ჰქონდა ჰეგსეტის მრჩევლის რანგში.