„როიტერი“ – პაკისტანში, სასწავლო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, 14 ბავშვი დაიღუპა

01:46, 01.07.2026

პაკისტანის ქალაქ ლაჰორში სასწავლო ცენტრის სახურავის ჩამონგრევის შედეგად, 14 ბავშვი დაიღუპა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

დაღუპული ბავშვები 5-დან 16 წლამდე ასაკის იყვნენ.

პაკისტანის პენჯაბის პროვინციის ხელისუფლების წინასწარი ინფორმაციით, სასწავლო ცენტრი რეგისტრირებული არ იყო და კერძო საკუთრებაში არსებულ საცხოვრებელ, ავარიულ შენობაში ფუნქციონირებდა.

ადგილობრივმა სამართალდამცველებმა მომხდარზე გამოძიება შესაძლო დაუდევრობის მუხლით უკვე დაიწყეს.

ოფიციალური პირების განცხადებით, დანაშაულის ან პასუხისმგებელი პირების გულგრილობის გამოკვეთის შემთხვევაში, დამნაშავეებს მკაცრი სამართლებრივი პასუხისმგებლობა დაეკისრებათ.

მსგავსი