„როიტერი“ - ოლაფ შოლცმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ გერმანია თანახმაა, იყოს უსაფრთხოების გარანტორი უკრაინისთვის
„როიტერი“ - ოლაფ შოლცმა ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა, რომ გერმანია თანახმაა, იყოს უსაფრთხოების გარანტორი უკრაინისთვის

გერმანია თანახმაა, იყოს უსაფრთხოების გარანტორი უკრაინისთვის.

სააგენტო „როიტერის“ ინფორმაციით, ამის შესახებ გერმანიის კანცლერმა ოლაფ შოლცმა, უკრაინის პრეზიდენტ ვოლოდიმირ ზელენსკის განუცხადა.

ამასთან, მედიის ცნობით, კანცლერის პრესსპიკერს შტეფან ჰებესტრეიტს არ დაუკონკრეტებია, აღნიშნული უსაფრთხოების გარანტია შეიცავს თუ არა სამხედრო კომპონენტს.