„როიტერი“ - ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა ვერ შეძლეს, დაემტკიცებინათ ახალი გეგემა, როგორ უნდა უპასუხოს ალიანსმა რუსეთის შესაძლო თავდასხმას, შეთანხმება თურქეთმა დაბლოკა
„როიტერი“ - ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა ვერ შეძლეს, დაემტკიცებინათ ახალი გეგემა, როგორ უნდა უპასუხოს ალიანსმა რუსეთის შესაძლო თავდასხმას, შეთანხმება თურქეთმა დაბლოკა

ნატო-ს თავდაცვის მინისტრებმა ვერ შეძლეს, დაემტკიცებიანთ ახალი გეგემა, თუ როგორ უნდა უპასუხოს ალიანსმა რუსეთის შესაძლო თავდასხმას. აღნიშნულის შესახებ სააგენტო „როიტერი“ წერს.

როგორც ბრიუსელში გამართულ პრესკონფერენციაზე ნატო-ს გენერალურმა მდივანმა, იენს სტოლტენბერგმა განმარტა, თავდაცვის მინისტრებმა განიხილეს ახალი გეგმა და შეთანხმებისკენ მიიწევენ. „როიტერის“ ცნობით, გეგმის დამტკიცება თურქეთის პოზიციის გამო ჩაიშალა, რადგან ანკარა არ ეთანხმებოდა დოკუმენტში დასახლებულ გეოგრაფიულ დასახელებებს, მათ შორის, „კვიპროსს“. ამასთან, დიპლომატები ამბობენ, რომ შეთანხმების მიღწევის შანსი ვილნიუსის სამიტამდე ჯერ კიდევ არსებობს.

რეგიონული თავდაცვის გეგმა 4 000-გვერიდიანი დოკუმენტია. ის მოიცავს საიდუმლო თავდაცვით გეგმებს, თუ როგორ უპასუხებდა ნატო რუსეთის შესაძლო თავდასხმას. მსგავსი გეგმა ნატო-ს ცივი ომის შემდეგ არ ჰქონია.