„როიტერი“ - ნატო-ს ახალი გენერალური გეგმა შავ და ბალტიის ზღვებში რუსეთის პოტენციური თავდასხმის შეკავებას ისახავს მიზნად
„როიტერი“ - ნატო-ს ახალი გენერალური გეგმა შავ და ბალტიის ზღვებში რუსეთის პოტენციური თავდასხმის შეკავებას ისახავს მიზნად

ნატო რუსეთიდან მომავალი საფრთხის შესაკავებლად გენერალურ გეგმას დაამტკიცებს. ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ნატო-ს ოფიციალური პირები და დიპლომატები იუწყებიან ჩრდილოატალანტიკური ალიანსის თავდაცვის მინისტრები დღეს მიიღებენ გენერალურ გეგმას, რომელიც რუსეთის მხრიდან სხვადასხვა ფრონტზე პოტენციური თავდასხმისგან თავდაცვას მოემსახურება.

„როიტერის“ ცნობით, სტრატეგია ამ ეტაპზე კონფიდენციალურია, თუმცა ცნობილია, რომ ის ცდება რეგიონულ თავდაცვით გეგმას და მიზნად ისახავს ნატო-ს მომზადებას რუსეთის შესაძლო თავდასხმისთვის ბალტიისა და შავ ზღვებში, მათ შორის ატომური იარაღის გამოყენებით, კომპიუტერულ ქსელებზე თავდასხმითა და პოტენციური შეტევით კოსმოსიდან.

დატოვე კომენტარი