„როიტერი“ - მიანმარის პოლიციამ ქალაქ მანდალაიში მჯდომარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა
„როიტერი“ - მიანმარის პოლიციამ ქალაქ მანდალაიში მჯდომარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა

მიანმარის პოლიციამ ქალაქ მანდალაიში მჯდომარე საპროტესტო აქციის მონაწილეთა წინააღმდეგ ცრემლსადენი გაზი გამოიყენა. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, აღნიშნულ ქალაქში ათასობით დემონსტრანტი ქვეყანაში სამხედრო გადატრიალებას აპროტესტებს და დაკავებული პოლიტიკური ლიდერების გათავისუფლებას ითხოვს. გავრცელებული ინფორმაციით, სამართლდამცველებმა აქციის მონაწილეების წინააღმდეგ ხმოვან-მანათობელი ყუმბარები გამოიყენეს ქვეყნის მთავარ ქალაქ იანგონში, ისტორიულ ქალაქ ბაგანში კი პოლიციამ აქციის დასაშლელად ცეცხლი გახსნა. მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.

გაერო-ს ინფორმაციით, პირველი თებერვლის შემდეგ დაწყებული აქციების დროს საერთო ჯამში მიანმარის პოლიციამ 50-ზე მეტი ადმიანი მოკლა.