„როიტერი“ – მექსიკაში ავტობუსი ხევში გადავარდა, დაიღუპა 27 და დაშავდა, სულ მცირე, 21 ადამიანი

01:43, 06.07.2023

მექსიკაში ავტობუსი, რომელიც მეხიკოდან სამხრეთ მექსიკის შტატ ოახაკაში მიემგზავრებოდა, ხევში ჩავარდა. შემთხვევის შედეგად დაიღუპა 27 და დაშავდა, სულ მცირე, 21 ადამიანი. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

შემთხვევა ადგილობრივი დროით 6:30 საათზე მოხდა.

ოახაკას შინაგან საქმეთა მინისტრმა განაცხადა, რომ ავარიის შედეგად დაიღუპა 13 მამაკაცი, 13 ქალი და ერთი ჩვილი.

გავრცელებული ინფორმაციით, დაშავებული 21 ადამიანიდან 12-ის მდგომარეობა მძიმეა.

მსგავსი