„როიტერი“ - მარკო რუბიო 3 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას არ დაესწრება
„როიტერი“ - მარკო რუბიო 3 დეკემბერს ბრიუსელში დაგეგმილ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას არ დაესწრება

აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო 3 დეკემბერს ბრიუსელში ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრას არ დაესწრება. ამის შესახებ „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს.

როგორც სააგენტო იუწყება, მის ნაცვლად, მინისტერიალში მარკო რუბიოს მოადგილე, კრისტოფერ ლანდაუ მიიღებს მონაწილეობას.

უცნობია მიზეზი, თუ რის გამო არ ჩავა მარკო რუბიო ბრიუსელში.

აღსანიშნავია, რომ ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტერიალზე, რომელიც წელიწადში ორჯერ იმართება, სახელმწიფო მდივნის არყოფნა ძალიან იშვიათი მოვლენაა.