„როიტერი“ – მაღალი ძაბვის ხაზის დაზიანების გამო ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური საგანგებო რეჟიმში, დიზელის გენერატორებზე მუშაობს, რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია

11:43, 20.08.2026

ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგური საგანგებო რეჟიმში, დიზელის გენერატორებზე მუშაობს მას შემდეგ, რაც მაღალი ძაბვის ხაზის დაზიანებამ ობიექტისთვის გარე ელექტროენერგიის მიწოდება დააზიანა.

როგორც რუსეთის მიერ კონტროლირებადი ელექტროსადგურის ხელმძღვანელობა აცხადებს, რადიაციის დონე ნორმის ფარგლებშია.

„სადგურის პერსონალი მონიტორინგს უწევს დანადგარების მუშაობის პარამეტრებს. ენერგობლოკების უსაფრთხოების შესანარჩუნებლად ყველა საჭირო ზომა მიღებულია“, – განაცხადეს ელექტროსადგურში.

როგორ „როიტერი“ წერს, რუსეთმა ევროპაში უდიდესი ზაპოროჟიეს ბირთვულ ელექტროსადგურზე კონტროლი 2022 წლის დასაწყისში მოიპოვა. ამჟამად ის ელექტროენერგიას არ აწარმოებს, თუმცა ბირთვული საწვავის გასაგრილებლად კვების წყარო ესაჭიროება.

მსგავსი