„როიტერი“ – მადრიდში სადღესასწაულო მორთულობაზე 3,17 მილიონი ევრო დაიხარჯა
მადრიდში საშობაო განათებები ჩართეს. როგორც „როიტერი“ იუწყება, წელს ესპანეთის დედაქალაქის სადღესასწაულო მორთულობაზე 3,17 მილიონი ევრო დაიხარჯა, რაც გასული წლის ხარჯებზე მეტია.
წელს საშობაო განათება მადრიდში დამატებით 30 ქუჩაზე დაამონტაჟეს.
როგორც ქალაქის საბჭოში განაცხადეს, მათ ქალაქის სადღესასწაულო განათებისთვის მეტის დახარჯვა სურდათ, თუმცა ამ გეგმას ხელი „კოვიდ-19“-ის პანდემიამ შეუშალა.
Así ha encendido Madrid la Navidad
📲 #MD964
📡 DIRECTO https://t.co/Cnw7Ol5lQX@MadridDirecto pic.twitter.com/LkccoTnpkx— Telemadrid (@telemadrid) November 26, 2020