„როიტერი“- ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს

14:29, 04.08.2021

ლიბანიდან ისრაელის მიმართულებით სამი რაკეტა გაუშვეს. ერთი მათგანი საზღვართან, ორი კი ქვეყნის შიდა ტერიტორიაზე ჩამოვარდა. ამის შესახებ „როიტერი“ იუწყება.

განგაშის სიგნალი ისრაელის რამდენიმე დასახლებაში ჩაირთო, თუმცა შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა.

გავრცელებული ინფორმაციით, საპასუხოდ ისრაელმა ლიბანის ტერიტორიებს საარტილერიო ცეცხლი გაუხსნა.

მსგავსი