„როიტერი“ - კრემლში აცხადებენ, რომ ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის, დარჩება თუ არა პუტინს ძალაუფლება
კრემლში აცხადებენ, რომ აშშ-ის პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის, დარჩება თუ არა რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს ძალაუფლება. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
კრემლში კომენტარი გააკეთეს ჯო ბაიდენის განცხადებაზე, რომელიც ვარშავაში მოქალაქეებისადმი სიტყვით გამოსვლისას გააკეთა: „ღვთის გულისთვის, არ შეიძლება, რომ ამ კაცმა შეინარჩუნოს ძალაუფლება“.
„ეს ბაიდენის გადასაწყვეტი არ არის. რუსეთის პრეზიდენტი რუსების მიერაა არჩეული“, – განაცხადეს კრემლში.
თავის მხრივ, თეთრ სახლში განმარტეს, რომ აშშ-ის პრეზიდენტი არ გამოვიდა მოწოდებით რუსეთში რეჟიმის ცვლილებისკენ, არამედ ის გულისხმობდა, რომ პუტინს არ უნდა ჰქონდეს უფლება, გამოიყენოს ძალაუფლება მისი მეზობლების მიმართ რეგიონში.