„როიტერი“ - კოსოვო და სერბეთი საზღვარზე დეესკალაციის შესახებ შეთანხმდნენ
„როიტერი“ - კოსოვო და სერბეთი საზღვარზე დეესკალაციის შესახებ შეთანხმდნენ

ევროკავშირის წარმომადგენლის, მიროსლავ ლაიჩეკის განცხადებით, კოსოვომ თანხმობა განაცხადა სერბეთის საზღვართან განთავსებული საპოლიციო ჯარების მოხსნის შესახებ, რათა დასრულდეს მანქანის სანომრე ნიშნებთან დაკავშირებული უთანხმოება. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

შეთანხმების თანახმად, კოსოვოს პოლიციის დანაყოფებს ნატო-ს ჯარები შეცვლიან, რომლებიც სერბეთის საზღვართან მიმდებარე ტერიტორიაზე პატრულირებას განახორციელებენ.

გარდა ამისა, ორშაბათიდან მანქანის სანომრე ნიშნებს მიეკრობა სპეციალური სტიკერები, რომლებითაც ეროვნული სიმბოლოები გადაიფარება, რათა მოქალაქეებს მშვიდობიანი გადაადგილების საშუალება მიეცეთ.

სერბეთისა და კოსოვოს საზღვარზე ვითარება უკვე რამდენიმე კვირაა, დაძაბულია. კოსოვოში მცხოვრებ სერბებს ბლოკირებული აქვთ სასაზღვრო გამშვებ პუნქტთან მიმავალი ორი გზა. ამ გზით ისინი აპროტესტებენ კოსოვოს მთავრობის გადაწყვეტილებას, რომელმაც კოსოვოში მიმავალი სერბული სანომრე ნიშნების მქონე მანქანებისთვის შეზღუდვები და დამატებითი გადასახადი დააწესა. აღსანიშნავია, რომ სერბეთის მთავრობას კოსოვოს სანომრე ნიშნების მქონე მანქანებისთვის ანალოგიური შეზღუდვები უკვე 10 წელია, დაწესებული აქვს.