„როიტერი“ – კირილ დმიტრიევი აშშ-ში გაემგზავრება და ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მათ შორის, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს შეხვდება

01:28, 24.09.2026

რუსეთის პრეზიდენტის სპეციალური წარმომადგენელი კირილ დმიტრიევი აშშ-ში გაემგზავრება, სადაც ტრამპის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს, მათ შორის, სტივ უიტკოფსა და ჯარედ კუშნერს, ასევე სხვა პირებს შეხვდება. ამის შესახებ „როიტერს“ მოლაპარაკებების მომზადების საკითხთან დაახლოებულმა ორმა წყარომ განუცხადა.

წყაროების ინფორმაციით, დმიტრიევის აშშ-ში ვიზიტი, რომელიც რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინთან იყო შეთანხმებული, ნიუ იორკში, გაერო-ს გენერალური ასამბლეის ფარგლებში გაიმართება.

ერთ-ერთი წყაროს ცნობით, ვიზიტის მიზანია რუსეთსა და აშშ-ს შორის დიალოგისა და სამშვიდობო ძალისხმევის გაგრძელების უზრუნველყოფა. როგორც წყარო აცხადებს, დმიტრიევის ნიუ იორკში დაგეგმილი მოლაპარაკებების დღის წესრიგში იქნება ასევე რუსეთსა და აშშ-ს შორის ეკონომიკური თანამშრომლობა, ენერგეტიკის საკითხები და უკრაინაში კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარება.

მსგავსი