როიტერი - კარიბის ზღვაში მიწისძვრის შემდეგ ცუნამის საფრთხე აღარ არსებობს
კარიბის ზღვაში მომხდარი ძლიერი მიწისძვრის შემდეგ, ცუნამის საფრთხე აღარ არსებობს, – ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს. როგორც სპეციალისტები აცხადებენ, მიწისქვეშა ბიძგების შემდეგ მექსიკის, ბელიზის, კუბის, ჰონდურასის, იამაიკისა და კაიმანის კუნძულების სანაპიროზე 1-3 მეტრამდე ტალღები დაფიქსირდა, თუმცა უფრო ძლიერი ცუნამი არ არის მოსალოდნელი.
იამაიკის სიახლოვეს 7,7 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა. ეპიცენტრი ქალაქ ლუსეადან 125 კილომეტრში იყო. მიწისქვეშა ბიძგები იგრძნობოდა კუბის, იამაიკის, კაიმანის კუნძულებისა და ფლორიდის შტატის ტერიტორიაზე. მაიამიში რამდენიმე შენობიდან მოქალაქეების ევაკუაცია განხორციელდა. ნგრევისა და მსხვერპლის შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება.