„როიტერი“ – კანადაში ტყის ხანძრით გამოწვეულმა კვალმა ევროპამდე მიაღწია

22:12, 27.06.2023

კანადაში ტყის ხანძრით გამოწვეულმა კვალმა ევროპამდე მიაღწია, რაც რეკორდული მაჩვენებელია, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

„აღმოსავლეთ და დასავლეთ კანადის ტერიტორიაზე გაჩენილმა ტყის ხანძარმა რეკორდული, 160 მილიონი ტონა ნახშირბადი გამოუშვა“, – განაცხადა ევროკავშირის ატმოსფერული მონიტორინგის სამსახურმა.

როგორც „როიტერი“ წერს, მეცნიერები განსაკუთრებით შეშფოთებული არიან იმის გამო, რომ კვამლი ზიანს აყენებს ატმოსფეროსა და ჰაერს.

კანადის ტყის ხანძრის კვამლმა ივნისში დაფარა რამდენიმე მსხვილი ურბანული ცენტრი, მათ შორის ნიუ იორკსა და ტორონტოში. საზოგადოებრივი ჯანდაცვის ორგანოებმა ჰაერის ხარისხის დაბინძურების გამო მოსახლეობას სახლში დარჩენისკენ მოუწოდეს.

„როიტერი“ წერს, რომ წლევანდელი ხანძარი კანადის ისტორიაში ყველაზე „უარესია,“ რადგან ამ დროისთვის დაახლოებით 76 000 კვადრატული კილომეტრია დამწვარი.

როგორც მედია წერს, კანადაში ტყის ხანძრების სეზონი, როგორც წესი, პიკს აღწევს ივლისის ბოლოს ან აგვისტოში.

მსგავსი