„როიტერი“ – ჯოზეფ ბორელი უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდისთვის 3,5 მილიარდ ევროს დამატებას ითხოვს

00:16, 18.05.2023

ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი ჯოზეფ ბორელი უკრაინის სამხედრო დახმარების ფონდისთვის 3,5 მილიარდი ევროს დამატებას ითხოვს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც სააგენტო „როიტერი“ ანონიმურ წყაროზე დაყრდნობით წერს, ბორელმა ევროკავშირის წარმომადგენლებს სთხოვა 3,5 მილიარდი ევროს დამატება ევროპის სამშვიდობო ფონდისთვის, რომელმაც უკრაინისთვის 4,6 მილიარდი ევროს ღირებულების სამხედრო დახმარება უკვე გამოყო.

მედიის ცნობით, ფონდი შეიქმნა, როგორც გზა ევროკავშირისთვის, რომ განვითარებად ქვეყნებს სამხედრო აღჭურვილობის შეძენაში დახმარებოდა. ფონდი განცალკევებულია ევროკავშირის ბიუჯეტისგან, რომელსაც არ აქვს სამხედრო ოპერაციების დაფინანსების უფლება.

მსგავსი