„როიტერი“ - ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ და ნატო-ს პარტნიორებს განუცხადა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული
„როიტერი“ - ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ და ნატო-ს პარტნიორებს განუცხადა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული

აშშ-ის პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა „დიდი შვიდეულის“ და ნატო-ს პარტნიორებს განუცხადა, რომ აღმოსავლეთ პოლონეთში რაკეტის აფეთქება უკრაინის საჰაერო თავდაცვის რაკეტით იყო გამოწვეული. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ნატო-ში არსებულ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მანამდე, ბაიდენმა ინდონეზიაში მედიას განუცხადა, რომ ნაკლებად სავარაუდოა, რაკეტა რუსეთიდან ყოფილიყო ნასროლი.

უკრაინის საზღვართან მდებარე პოლონეთის ერთ-ერთ სოფელში რაკეტის ჩამოვარდნას ორი ადამიანი ემსხვერპლა. როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, უკრაინამ აფეთქებაზე პასუხისმგებლობა რუსეთს დააკისრა. რუსეთი პოლონეთზე სარაკეტო დარტყმას უარყოფს.

პოლონეთში რაკეტის ჩამოვარდნის საკითხს ნატო-ს ელჩები საგანგებო შეხვედრაზე განიხილავენ.