„როიტერი“ – იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ ჯორჯია მელონის მიერ მხარდაჭერილი საარჩევნო რეფორმა დაამტკიცა, ოპოზიცია მიიჩნევს, რომ რეფორმის მიზანი მელონის მიერ ხელისუფლების შენარჩუნებაა

18:46, 08.10.2026

იტალიის პარლამენტის ქვედა პალატამ პრემიერ-მინისტრ ჯორჯია მელონის მიერ მხარდაჭერილი საარჩევნო რეფორმა დაამტკიცა.

ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

ფარული კენჭისყრით კანონმდებლებმა 227 ხმით 164-ის წინააღმდეგ დაამტკიცეს კანონპროექტი, რომელიც სრულად პროპორციულ საარჩევნო სისტემას აწესებს.

კანონპროექტის თანახმად, ხმების 42%-ზე მეტის მომპოვებელ ნებისმიერ ალიანსს პარლამენტში უმრავლესობის უზრუნველსაყოფად დამატებითი მანდატები გადაეცემა.

„როიტერის“ ცნობით, მელონიმ განაცხადა, რომ ახალი წესების მიზანია სტაბილური მთავრობის ჩამოყალიბების შესაძლებლობის გაზრდა.

მემარცხენე-ცენტრისტული ოპოზიციის განცხადებით კი, რეფორმის მიზანი მელონის მიერ ხელისუფლების შენარჩუნებაა.

მსგავსი