„როიტერი“ - ისრაელმა უარი თქვა ღაზის სექტორში მყოფი „როიტერისა“ და „ფრანს პრესის“ კორესპონდენტების უსაფრთხოებისთვის გარანტიის გაცემაზე
„როიტერი“ - ისრაელმა უარი თქვა ღაზის სექტორში მყოფი „როიტერისა“ და „ფრანს პრესის“ კორესპონდენტების უსაფრთხოებისთვის გარანტიის გაცემაზე

ისრაელმა უარი თქვა ღაზის სექტორში მყოფი „როიტერისა“ და „ფრანს პრესის“ კორესპონდენტების უსაფრთხოებისთვის გარანტიის გაცემაზე.

როგორც „როიტერი“ წერს, სააგენტოს ხელმძღვანელობამ, „ფრანს პრესთან” ერთობლივ წერილში ისრაელს თხოვნით მიმართა, გასცეს გარანტია, რომ ღაზის სექტორში მყოფი მათი ჟურნალისტები ისრაელის დარტყმების სამიზნე არ იქნებიან. ისრაელმა ასეთი გარანტიის გაცემაზე უარი თქვა.

„ისრაელის თავდაცვის ძალების მიზანი არის „ჰამასის“ საომარი ქმედებები მთელ ღაზაში. „ჰამასი“ ხშირად ატარებს სამხედრო ოპერაციებს ჟურნალისტებისა და სამოქალაქო პირების სიახლოვეს. მაღალი ინტენსივობის დარტყმებმა „ჰამასის“ სამიზნეებზე შესაძლოა დააზიანოს ახლომდებარე შენობები.

„ჰამასის“ რაკეტებმა კი, შესაძლოა, გამოიწვიოს ხალხის სიკვდილი ღაზის სექტორში. ასეთ პირობებში ჩვენ ვერ გავცემთ თქვენი თანამშრომლების უსაფრთხოების გარანტიას“, – ნათქვამია ისრაელის საპასუხო წერილში.