„როიტერი“ - ისრაელმა სირიაში, დამასკოს ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა
„როიტერი“ - ისრაელმა სირიაში, დამასკოს ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა

საინფორმაციო სააგენტო „როიტერი“ სირიის სახელმწიფო ტელევიზიაზე დაყრდნობით, ავრცელებს ინფორმაციას, რომ ისრაელმა სირიის დედაქალაქ დამასკოს ერთ-ერთი გარეუბნის ტერიტორიაზე საჰაერო თავდასხმა განახორციელა.

გავრცელებული ინფორმაციით, თავდასხმის შედეგად, რამდენიმე შენობა დაზიანდა. მსხვერპლის შესახებ ​ინფორმაცია ჯერჯერობით არ ვრცელდება.

მომხდართან დაკავშირებით, ისრაელში კომენტარი ამ დრომდე არ გაკეთებულა.