„როიტერი“ - ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზის სექტორში 30 ადამიანი დაიღუპა
ისრაელის თავდასხმის შედეგად ღაზის სექტორში 30 ადამიანი დაიღუპა, სულ მცირე, 50 დაშავდა.
ამის შესახებ ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.
როგორც გამოცემა წერს, თავდასხმა ერთ-ერთ საფოსტო ოფისზე განხორციელდა, რომელსაც პალესტინელები თავშესაფრად იყენებდნენ.
ისრაელში განაცხადეს, რომ მათი სამიზნე იყო „ისლამური ჯიჰადის“ ლიდერი, რომელიც პასუხისმგებელი იყო სამოქალაქო პირებისა და სამხედროების წინააღმდეგ თავდასხმებზე.
პარალელურად, დილით ისრაელის მიერ ღაზის სამხრეთით განხორციელებული ორი დარტყმის შედეგად, 13 პალესტინელი დაიღუპა.
პალესტინის ჯანდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, 2023 წლის 7 ოქტომბრის შემდეგ ღაზის სექტორში 45 000-მდე ადამიანი დაიღუპა.