„როიტერი“ - ისრაელის პოლიციამ ორი პალესტინელი თავდამსხმელი მოკლა, მათ შორის ერთი ქალია
„როიტერი“ - ისრაელის პოლიციამ ორი პალესტინელი თავდამსხმელი მოკლა, მათ შორის ერთი ქალია

ისრაელის პოლიციამ ორი პალესტინელი თავდამსხმელი მოკლა, მათ შორის ერთი ქალი. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

პოლიციის განცხადებით, ერთი თავდამსხმელი ქალაქ ჯენინში რეიდისას, ორმხრივი სროლის შედეგად მოკლეს, ხოლო ქალი თავდამსხმელი, რომელიც პოლიციის ოფიცერზე ცდილობდა თავდასხმას, იერუსალიმის ძველი ქალაქის ტერიტორიაზე მოკლეს.

ისრაელის პოლიციის ცნობით, ქალი თავდამსხმელი მდინარე იორდანეს დასავლეთ ნაპირის მცხოვრები იყო. პალესტინურმა მხარემ დაადასტურა, რომ ისრაელის პოლიციასთან შეტაკების შედეგად დაიღუპა ერთი მამაკაცი, რომელიც დაჯგუფება „ისლამური ჯიჰადის“ წევრი იყო.

პალესტინელებსა და ისრაელელებს შორის დაძაბულობა მას შემდეგ გაიზარდა, რაც გასულ კვირას ისრაელის პოლიციამ ხუთი პალესტინელი მოკლა, რომელთაგან ოთხი დაჯგუფება „ჰამასის“ წევრი იყო.