„როიტერი“ - ისრაელის პარლამენტის საკონსტიტუციო კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას ზღუდავს
„როიტერი“ - ისრაელის პარლამენტის საკონსტიტუციო კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას ზღუდავს

ისრაელის პარლამენტის საკონსტიტუციო კომიტეტმა მხარი დაუჭირა კანონპროექტს, რომელიც უზენაესი სასამართლოს უფლებამოსილებას ზღუდავს. ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

კანონპროექტის მიხედვით, უზენაეს სასამართლოს შეუძლია მთავრობისა და არჩეული თანამდებობის პირების გადაწყვეტილებების საწინააღმდეგო გადაწყვეტილების მიღება, თუ ისინი მიჩნეულია არაგონივრულად.

„თქვენ დღეს გადადგით პირველი ნაბიჯი და, ღვთის დახმარებით, ამას მოჰყვება სხვა ნაბიჯები ისრაელის დემოკრატიის გასაძლიერებლად“, – განაცხადა ისრაელის ფინანსთა მინისტრმა, ბეზალელ სმოტრიჩმა.

კანონპროექტს კანონის სახე სამი მოსმენით მიღების შემდეგ მიეცემა.

მედიის ცნობით, კანონის წინააღმდეგ ათასობით ანტისამთავრობო დემონსტრანტი შეიკრიბა ისრაელის ბენ გურიონის აეროპორტში. იყო დაპირისპირება პოლიციასთან.