„როიტერი“ - ისრაელის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინზე თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა სამი ადამიანი 
„როიტერი“ - ისრაელის ძალებმა დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქ ჯენინზე თავდასხმა განახორციელეს, დაიღუპა სამი ადამიანი 

ისრაელის ძალებმა ღამით დაარბიეს დასავლეთ სანაპიროზე მდებარე ქალაქი ჯენინი და განახორციელეს თავდასხმა, რომლის დროსაც, სულ მცირე, სამი ადამიანი დაიღუპა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

ისრაელის სამხედროებმა განაცხადეს, რომ მისმა ძალებმა დაარტყეს შენობას, რომელიც ემსახურებოდა ჯენინის ბრიგადების მებრძოლების სამეთაურო ცენტრს.

პალესტინის ჯანდაცვის სამინისტრომ დაადასტურა, რომ, მინიმუმ, სამი ადამიანი დაიღუპა ჯენინში, ხოლო კიდევ ერთი მამაკაცი მოკლეს ქალაქ რამალაში საგუშაგოზე სროლის შედეგად.

მედია წერს, რომ ბოლო 15 თვის განმავლობაში დასავლეთ სანაპიროზე მზარდმა ძალადობამ გამოიწვია საერთაშორისო განგაში, რეგულარული ჯარის თავდასხმები ისეთ ქალაქებზე, როგორიცაა ჯენინი და პალესტინელების სასიკვდილო თავდასხმების სერია ისრაელის წინააღმდეგ.