„როიტერი“ - ირანში ცხრა პაკისტანელი მოკლეს, მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ პირს ან დაჯგუფებას არ აუღია
„როიტერი“ - ირანში ცხრა პაკისტანელი მოკლეს, მომხდარზე პასუხისმგებლობა ამ დრომდე არცერთ პირს ან დაჯგუფებას არ აუღია

უცნობმა შეიარაღებულმა პირებმა ირანის სამხრეთ-აღმოსავლეთ სასაზღვრო ტერიტორიაზე, სარავანში ცხრა პაკისტანელი მუშა მოკლეს, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

როგორც „როიტერი“ წერს, მომხდარზე ამ დრომდე პასუხისმგებლობა არცერთ პირს ან დაჯგუფებას არ აუღია.

ფაქტს გამოეხმაურა პაკისტანის ელჩი ირანში მუჰამედ მუდასირ ტიპი.

„ღრმად შოკირებული ვართ სარავანში ცხრა პაკისტანელის შემზარავი მკვლელობით. საელჩო სრულ მხარდაჭერას გაუწევს დაღუპულთა ოჯახებს. ჩვენ მოვუწოდეთ ირანს, გააგრძელოს სრული თანამშრომლობა ამ საკითხში“, – წერს მუჰამედ მუდასირ ტიპი სოციალურ ქსელში.

პაკისტანის საგარეო საქმეთა სამინისტროში განაცხადეს, ირომ რანის ხელისუფლებასთან კომუნიკაციაში არიან.

„ეს არის შემზარავი ინციდენტი და ჩვენ მას ცალსახად ვგმობთ. ჩვენ კავშირში ვართ ირანის ხელისუფლებასთან და ხაზგასმით აღვნიშნეთ ინციდენტის დაუყოვნებლივ გამოძიების აუცილებლობა. მონაწილეები აუცილებლად უნდა მიეცნენ პასუხისგებაში“, – განაცხადა პაკისტანის საგარეო უწყების წარმომადგენელმა, მუმთაზ ზაჰრა ბალოჩმა.