„როიტერი“ - ილონ მასკი ინდოეთში ჩავა, სადაც ახალი ქარხნის გახსნის შესახებ გამოაცხადებს
„როიტერი“ - ილონ მასკი ინდოეთში ჩავა, სადაც ახალი ქარხნის გახსნის შესახებ გამოაცხადებს

„ტესლას“ დამფუძნებელი ილონ მასკი მიმდინარე თვეში ინდოეთში ჩავა, სადაც პრემიერ-მინისტრ ნარენდრა მოდის შეხვდება.

სააგენტო „როიტერის“ ცნობით, მოსალოდნელია, რომ ილონ მასკი ინდოეთში ახალი ქარხნის გახსნის შესახებ გამოაცხადებს.

როგორც მედიასაშუალებას ორმა წყარომ აცნობა, ამერიკელი მილიარდერი მოდის ნიუ დელიში აპრილის ბოლოს შეხვდება. ვიზიტის ფარგლებში ილონ მასკთან ერთად იქნებიან „ტესლას“ სხვა ხელმძღვანელები.

ილონ მასკი და ნარენდრა მოდი ერთმანეთს ნიუ იორკში ივნისში შეხვდნენ.

გასულ თვეში ინდოეთის ხელისუფლებამ გამოაცხადა ელექტრომობილებთან დაკავშირებით ახალი პოლიტიკა, რომელიც გარკვეულ მოდელებზე იმპორტის გადასახადის 100%-დან 15%-მდე შემცირებას ითვალისწინებს, თუკი მწარმოებელი ქვეყანაში, სულ მცირე, 500 მილიონი დოლარის ოდენობის ინვესტიციას განახორციელებს და, ასევე, გახსნის ქარხანას.