„როიტერი“ - იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება
იაპონიის საგარეო საქმეთა მინისტრი ტაკეში ივაია 20 იანვარს აშშ-ის არჩეული პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის ინაუგურაციას დაესწრება, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როიტერის“ ინფორმაციით, იაპონიის საგარეო უწყების ხელძღვანელი ინაუგურაციაზე ტრამპის გუნდმა მიიწვია.
ტაკეში ივაია იქნება იაპონიის კაბინეტის პირველი წევრი, რომელიც აშშ-ის პრეზიდენტის ინაუგურაციას დაესწრება.
წყაროს ცნობით, ივაია იმედოვნებს, რომ ამერიკაში ვიზიტის დროს მარკო რუბიოს შეხვდება, რომელიც ტრამპის რჩეულია სახელმწიფო მდივნის თანამდებობაზე.