„როიტერი“ - ჰავანაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორსა და კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა
„როიტერი“ - ჰავანაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორსა და კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა

ჰავანაში აშშ-ის ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორსა და კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შორის შეხვედრა გაიმართა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

კუბის მთავრობის განცხადებით, აშშ-ის დელეგაცია, რომელსაც ხელმძღვანელობდა ცენტრალური სადაზვერვო სააგენტოს დირექტორი ჯონ რეტკლიფი, ჰავანაში კუბის შინაგან საქმეთა სამინისტროს წარმომადგენლებს შეხვდა. შეხვედრაზე მხარეებმა ხაზი გაუსვეს ორმხრივი თანამშრომლობის მნიშვნელობას.

როგორც კუბის ხელისუფლება აღნიშნავს, „ორივე მხარემ დაადასტურა ინტერესი, განავითაროს ორმხრივი თანამშრომლობა სამართალდამცავ უწყებებს შორის, როგორც ორივე ქვეყნის, ასევე რეგიონული და საერთაშორისო უსაფრთხოების ინტერესებიდან გამომდინარე“.

ამასთან, ჰავანამ კიდევ ერთხელ გაუსვა ხაზი საკუთარ პოზიციას და ამერიკულ მხარეს განუცხადა, რომ კუბა „არ წარმოადგენს საფრთხეს აშშ-ის ეროვნული უსაფრთხოებისთვის“.