„როიტერი“ - „ჰამასმა“ შუამავლებს აცნობა, რომ დაიცავს ცეცხლის შეწყვეტაის შესახებ თავდაპირველ წინადადებას, რომელიც ღაზიდან ისრაელის ჯარების გაყვანასა და ღაზაში პალესტინელების დაბრუნებას ითვალისწინებს
„როიტერი“ - „ჰამასმა“ შუამავლებს აცნობა, რომ დაიცავს ცეცხლის შეწყვეტაის შესახებ თავდაპირველ წინადადებას, რომელიც ღაზიდან ისრაელის ჯარების გაყვანასა და ღაზაში პალესტინელების დაბრუნებას ითვალისწინებს

„ჰამასმა“ შუამავლებს აცნობა, რომ დაიცავს ყოვლისმომცველი ცეცხლის შეწყვეტის შესახებ თავდაპირველ წინადადებას, რომელიც ღაზიდან ისრაელის ჯარების გაყვანასა და ღაზაში დევნილი პალესტინელების დაბრუნებას ითვალისწინებს. ინფორმაციას „როიტერი“ ავრცელებს.

„ჰამასის“ თქმით, ამასთან ერთად, ისინი ითხოვენ „პატიმართა რეალურ გაცვლას“, რაც გულისხმობს ისრაელის ციხეებიდან პალესტინელების გათავისუფლებას ღაზაში მყოფი ისრაელელი მძევლების სანაცვლოდ.

ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს ოფისში ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარი არ გაუკეთებიათ.

„ჰამასმა“ მარტის შუა რიცხვებში შუამავლებსა და აშშ-ს წარუდგინა ღაზის სექტორში ცეცხლის შეწყვეტის წინადადება, რომელიც მოიცავდა ისრაელელი მძევლების გათავისუფლებას პალესტინელი პატიმრების თავისუფლების სანაცვლოდ, რომელთაგან 100 სამუდამო პატიმრობას იხდის, თუმცა ნეთანიაჰუს ოფისმა „ჰამასის“ წინადადება უარყო და განაცხადა, რომ ის ეფუძნებოდა „არარეალურ მოთხოვნებს“ და პირობა დადო, რომ გააგრძელებს სახმელეთო შეტევას, ვიდრე „ჰამასს“ არ გაანადგურებს.