„როიტერი“ - გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალ-ინსპექტორი ებერჰარდ ცორნი აცხადებს, რომ დასავლეთმა რუსეთის სამხედრო სიძლიერე არასათანადოდ არ უნდა შეაფასოს
გერმანიის შეიარაღებული ძალების გენერალ-ინსპექტორი ებერჰარდ ცორნი აცხადებს, რომ დასავლეთმა რუსეთის სამხედრო სიძლიერე არასათანადოდ არ უნდა შეაფასოს. გერმანიის ბუნდესვერის მაღალჩინოსნის განცხადებას „როიტერი“ ავრცელებს.
„შესაძლოა, რუსეთის შეიარაღებული ძალები ძირითადი ნაწილი ახლა უკრაინაშია, მაგრამ ამ შემთხვევაშიც კი, რუსეთის სამხედროები მხრიდან მეორე ფრონტის გახსნის პოტენციალი არასათანადოდ არ უნდა შევაფასოთ“, – ამბობს გერმანელი გენერალი.
მისივე თქმით, რუსეთს სრული შესაძლებლობა აქვს, კონფლიქტი რეგიონულად გააფართოოს.
„რუსეთის სამხედრო საზღვაო ფლოტის დიდი ნაწილი ჯერ არ არის ჩართული უკრაინასთან ომში, ხოლო რუსეთის სამხედრო საჰაერო ძალებს ჯერ კიდევ აქვთ პოტენციალი, რაც ასევე საფრთხეს წარმოადგენს ნატო-სთვის“, – განცხადა ებერჰარდ ცორნმა.
მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთის თავდასხმის დინამიკა შენელდა, რუსეთი შეირაღებული ძალები მაინც მიიწევს წინ. გერმანელი გენერლის განცხადებით, რუსეთს საბრძოლო მასალა მალე არ ამოეწურება.
„ეს საბრძოლო მასალა არის ძველი და საკმაოდ არაზუსტი, სწორედ ეს იწვევს სამოქალაქო ინფრასტრუქტურის განადგურებას. ისინი დღეში 40 000-დან 60 000-მდე საარტილერიო ჭურვს ისვრიან“, – განაცხადა გერმანელმა სამხედრო მაღალჩინოსანმა.