„როიტერი“ - გერმანიის კანცლერს იმედი აქვს, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტის დეკლარაციაში რუსეთის აგრესია დაგმობილი იქნება
„როიტერი“ - გერმანიის კანცლერს იმედი აქვს, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტის დეკლარაციაში რუსეთის აგრესია დაგმობილი იქნება

გერმანიის კანცლერის თქმით, არსებობს პოზიტიური ნიშნები, რომ „დიდი ოცეულის“ სამიტის მონაწილეებს შორის შედგება კონსენსუსი, რომ რუსეთის ომი უკრაინის წინააღმდეგ მიუღებელია და რომ ბირთვული იარაღი არასდროს უნდა იყოს გამოყენებული.

ამის შესახებ ოლაფ შოლცმა ინდონეზიაში მიმდინარე სამიტზე ჟურნალისტებთან საუბრისას განაცხადა.

„კარგია და სწორია, რომ არსებობს პოზიტიური ნიშნები, რომ ომის აგრესია მიუღებელია და ამ ომის შედეგად შიმშილია, ენერგიის ფასები იზრდება. ამიტომ, ყველაფერი უნდა გავაკეთოთ, რომ ნეგატიურ შედეგებს დავუპირისპირდეთ. ასევე, ჩვენ მკაფიოდ უნდა ვთქვათ, რომ ბირთვული იარაღის გამოყენებაზე საუბარიც კი არ უნდა იყოს“, – განაცხადა გერმანიის კანცლერმა.

მისივე თქმით, ლიდერებმა უნდა გააგრძელონ იმ საკითხებზე საუბარი, რომელზეც სხვადასხვა პოზიციების აქვთ, თუმცა, მიუხედავად ამისა, შოლცის თქმით, საბოლოოდ უნდა დადგეს მომენტი, როდესაც რუსეთი გააცნობიერებს და მიიღებს, რომ ამას სჭირდება სიტუაციიდან გამოსვლა.