„როიტერი“ – გამბიიდან კანარის კუნძულებისკენ მიმავალ მიგრანტების ნავზე ხუთი პირი გარდაცვლილი იპოვეს

15:20, 03.09.2026

გამბიიდან კანარის კუნძულებისკენ მიმავალ მიგრანტების ნავზე ხუთი პირი გარდაცვლილი იპოვეს. ნავი კანარის კუნძულების საზღვაო სამაშველო სამსახურმა გადაარჩინა. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.

მედიის ცნობით, მიგრანტთა უფლებების დამცველი ჯგუფები გადარჩენილებზე დაყრდნობით აცხადებენ, რომ ათობით პირი ნავით გადაცურვისას, კანარის კუნძულებთან მისვლამდე დაიღუპა.

„როიტერის“ ინფორმაციით, მძიმე მდგომარეობაში იყო სამი მიგრანტი, რომლებიც ვერტმფრენის საშუალებით საავადმყოფოში გადაიყვანეს.

გამოცემის ცნობით, დასავლეთ აფრიკიდან კანარის კუნძულებამდე მიმავალი საზღვაო გზა მსოფლიოში ერთ-ერთი ყველაზე მომაკვდინებელი მიგრაციული მარშრუტია. ოფიციალური მონაცემებით, წელს დასავლეთ აფრიკიდან კანარის კუნძულებზე ჩასული მიგრანტების რაოდენობა 57.4%-ით შემცირდა.

მსგავსი