„როიტერი“ - ესპანეთში პოლიციამ ცხრა კატალონიელი სეპარატისტი დააკავა
„როიტერი“ - ესპანეთში პოლიციამ ცხრა კატალონიელი სეპარატისტი დააკავა

ესპანეთში პოლიციამ ცხრა კატალონიელი სეპარატისტის დაკავების შესახებ განაცხადა. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

სამართალდამცველების ცნობით, დაკავებულები ძალადობრივი ქმედებების განხორციელებას გეგმავდნენ.

პოლიციის განცხადებით, ჩხრეკის დროს ამოღებულია მასალები, რომელთა გამოყენება შეიძლებოდა ასაფეთქებელი მოწყობილობის დასამზადებლად. ასევე ამოღებულია დოკუმენტები და ელექტრონული მონაცემები.

სპეცოპერაცია გამთენიისას რამდენიმე კატალონიურ ქალაქში ჩატარდა.

„გამოძიება მიმართული იყო ადგილობრივი ჯგუფის წინააღმდეგ, რომელიც ცნობილია სახელწოდებით „კომიტეტები რესპუბლიკის თავდაცვისთვის“ და რომელიც კატალონიის სეპარატისტი ლიდერების დაკავების შემდეგ პერიოდულად საპროტესტო აქციებს მართავდა. მოძრაობამ მხარდამჭერებს დღეს საღამოს დემონსტრაციისკენ მოუწოდა. „თვითგამორკვევა არ არის დანაშაული“, – ნათქვამია ორგანიზაციის მიერ სოციალურ ქსელ „ტვიტერში“ გავრცელებულ განცხადებაში.

როგორც ესპანეთის ეროვნული გვარდიის წარმომადგენელმა განაცხადა, დღევანდელი დაკავებები ერთ წელზე მეტი ხნის წინ დაწყებული გამოძიების შედეგია.

დატოვე კომენტარი