„როიტერი“ - ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა
„როიტერი“ - ესპანეთის ვადამდელ საპარლამენტო არჩევნებში აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა

ესპანეთში ვადამდელი საპარლამენტო არჩევნები გაიმართა, რომელშიც აბსოლუტური უმრავლესობა ვერცერთმა პარტიამ ვერ მოიპოვა, – ამის შესახებ „როიტერი“ წერს.

მედიის ცნობით, კენჭისყრის შედეგებმა არც მემარცხენე და არც მემარჯვენე ბლოკს არ დაუტოვა მთავრობის ფორმირების მარტივი გზა.

ხმების დათვლის შემდეგ კონსერვატიულმა სახალხო პარტიამ პარლამენტში 136 ადგილი მოიპოვა, ხოლო მმართველმა სოციალისტურმა პარტიამ, რომელსაც ესპანეთის პრემიერ-მინისტრი პედრო სანჩესი ხელმძღვანელობს, 122 ადგილი.

„როიტერი“ წერს, რომ ორი წამყვანი პარტია შეეცდება მოლაპარაკებას მმართველი უმრავლესობის მოპოვების მიზნით, მაგრამ ანალიტიკოსები ვარაუდობენ, რომ პროცესი შეიძლება, დასრულდეს კიდევ ერთი არჩევნებით.