„როიტერი“ - ერაყში, აშშ-ის ბაზაზე თავდასხმის შემდეგ, 11 ამერიკელი სამხედრო ტვინის შერყევის დიაგნოზით მკურნალობს
„როიტერი“ - ერაყში, აშშ-ის ბაზაზე თავდასხმის შემდეგ, 11 ამერიკელი სამხედრო ტვინის შერყევის დიაგნოზით მკურნალობს

ამერიკის შეერთებული შტატების თავდაცვის სამინისტროში ადასტურებენ, რომ ერაყში, ამერიკის ბაზაზე განხორციელებული თავდასხმის შემდეგ 11 ამერიკელი სამხედრო ტვინის შერყევის დიაგნოზით მკურნალობს. ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ავრცელებს.

შეგახსენებთ, ირანმა ერაყში ამერიკის ორ სამხედრო ბაზაზე სარაკეტო თავდასხმა მას შემდეგ განახორციელა, რაც ამერიკამ ირანელი გენერალი ყასემ სოლეიმანი მოკლა.

ავიერიშის შემდეგ ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ სარაკეტო თავდასხმის შედეგად არც ერთი ამერიკელი სამხედრო არ დაშავებულა.