„როიტერი“ - ენტონი ბლინკენმა ლუის ინასიო ლულა და სილვას შეხვედრაზე განუცხადა, რომ აშშ არ ეთანხმება ბრაზილიის პრეზიდენტის მიერ ღაზაში ისრაელის ქმედებების ჰოლოკოსტთან შედარებას
„როიტერი“ - ენტონი ბლინკენმა ლუის ინასიო ლულა და სილვას შეხვედრაზე განუცხადა, რომ აშშ არ ეთანხმება ბრაზილიის პრეზიდენტის მიერ ღაზაში ისრაელის ქმედებების ჰოლოკოსტთან შედარებას

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა აშშ-ის სახელმწიფო მდივანს, ენტონი ბლინკენს შეხვდა. ინფორმაციას ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციაზე დაყრდნობით „როიტერი“ ავრცელებს.

როგორც ცნობილია, შეხვედრაზე ბლინკენმა ლულას განუცხადა, რომ შეერთებული შტატები არ ეთანხმება ბრაზილიის ლიდერის განცხადებას, სადაც ის ღაზაში ისრაელის ქმედებებს ჰოლოკოსტს ადარებს.

„როიტერის“ ცნობით, შეხვედრის შემდეგ გამართულ ბრიფინგზე ლულამ და ბლინკენმა აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებზე გააკეთეს კომენტარი, რომელიც ამა წლის ნოემბერში გაიმართება.

ბლინკენმა განაცხადა, რომ აშშ-ში პოლიტიკა იმდენად პოლარიზებულია, რომ არჩევნები ექვს ან შვიდ საბრძოლო შტატში ჩატარდება, რომელთა შორისაა: პენსილვანია, მიჩიგანი, ვისკონსინი და ნევადა.

შეხვედრაზე ლულამ და ბლინკენმა ასევე განიხილეს ისეთი თემები, როგორებიცაა „დიდი ოცეულის“ სამიტი და ღაზის სექტორსა და უკრაინაში სამშვიდობო ძალისხმევა.

„პრეზიდენტმა ლულამ კიდევ ერთხელ დაადასტურა მისი სურვილი უკრაინასა და ღაზის სექტორში კონფლიქტების დასრულებისა და მშვიდობის შესახებ. ბლინკენი და ლულა შეთანხმდნენ პალესტინის სახელმწიფოს შექმნის აუცილებლობაზე“, – წერია ბრაზილიის პრეზიდენტის ადმინისტრაციის განცხადებაში.