„როიტერი“ - ენტონი ბლინკენი უკრაინისთვის, ასევე რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე მყოფი კიდევ 18 ქვეყნისთვის ორი მილიარდი დოლარის სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს
აშშ-ის სახელმწიფო მდივანი ენტონი ბლინკენი უკრაინაში ვიზიტისას უკრაინისთვის და რუსეთის აგრესიის საფრთხის წინაშე მყოფი კიდევ 18 ქვეყნისთვის ორი მილიარდი დოლარის ოდენობის სამხედრო დახმარებას გამოაცხადებს. ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტზე დაყრდნობით წერს.
ამასთან, მედიასაშუალებას არ დაუკონკრეტებია, რომელ ქვეყნებს გამოუყოფს აშშ დახმარებას ან რა თანხა იქნება განკუთვნილი უკრაინისთვის.
ენტონი ბლინკენი კიევში იმ ფონზე ჩავიდა, როდესაც უკრაინა ხარკოვის მახლობლად რუსეთის მიერ დაკავებული ტერიტორიის დაბრუნებაში პროგრესის შესახებ აცხადებს.