„როიტერი“ - ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთს რუსეთთან დათმობებზე წასვლა არ სურს და ოფიციალური პარიზის სურვილია, უკრაინამ მოიგოს ომი
„როიტერი“ - ემანუელ მაკრონის განცხადებით, საფრანგეთს რუსეთთან დათმობებზე წასვლა არ სურს და ოფიციალური პარიზის სურვილია, უკრაინამ მოიგოს ომი

საფრანგეთს რუსეთთან დათმობებზე წასვლა არ სურს და ოფიციალური პარიზის სურვილია, უკრაინამ მოიგოს ომი მოსკოვის დამპყრობელი ჯარების წინააღმდეგ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენით, – „როიტერის“ ცნობით, ამის შესახებ საფრანგეთის პრეზიდენტის, ემანუელ მაკრონის ოფიციალურმა წარმომადგენელმა განაცხადა.

„როგორც პრეზიდენტმა თქვა, ჩვენ გვინდა უკრაინის გამარჯვება. გვინდა, რომ უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა აღდგეს. პრეზიდენტის ნათქვამი პუტინის ან რუსეთის მიმართ დათმობის სულისკვეთება არ არის. როდესაც ის პირდაპირ ესაუბრება მას, ეს არ არის კომპრომისი, არამედ იმის თქმა, თუ როგორ ვხედავთ ჩვენს საქმეებს“, – განაცხადა მაკრონის წარმომადგენელმა ჟურნალისტებთან საუბრისას.

მისივე თქმით, ოფიციალური პარიზი სანქციების მთავარი მხარდამჭერი იყო და უკრაინას ძლიერ სამხედრო დახმარებას უწევდა.

ცნობისთვის, მანამდე საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა განაცხადა, რომ რუსეთის ღიად დამცირება მხოლოდ დაკეტავს მომავალ დიპლომატიურ გზებს.