როიტერი - დონალდ ტრამპმა ჰანოეში გამართულ შეხვედრაზე კიმ ჩენ ინს ბირთვული იარაღის აშშ-ში გადატანა შესთავაზა
როიტერი - დონალდ ტრამპმა ჰანოეში გამართულ შეხვედრაზე კიმ ჩენ ინს ბირთვული იარაღის აშშ-ში გადატანა შესთავაზა

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა ჰანოეში გამართულ შეხვედრაზე ჩრდილოეთ კორეის ლიდერს, კიმ ჩენ ინს ბირთვული იარაღის ამერიკაში გადატანა შესთავაზა. ამ ინფორმაციას სააგენტო როიტერი ავრცელებს.

როიტერის ინფორმაციით, ამის შესახებ ეწერა იმ დოკუმენტში, რომელიც დონალდ ტრამპმა კიმ ჩენ ინს გადასცა.

გავრცელებული ინფორმაციით, დოკუმენტი ორ ენაზე იყო დაწერილი ინგლისურად და კორეულად. სააგენტო როიტერი წერს, რომ დოკუმენტის არსებობის შესახებ პირველად ცნობილი მაშინ გახდა, როდესაც მრჩეველმა ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ჯონ ბოლტონმა სატელევიზიო ინტერვიუში დონალდ ტრამპისა და კიმ ჩენ ინის სამიტი შეაფასა.

როიტერი ამბობს, რომ ეს ინფორმაცია სანდო წყაროზე დაყრდნობით მოიპოვეს, რომელიც ანონიმურია.

ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტის და ჩრდილოეთ კორეის ლიდერის შეხვედრა ჰანოეში თებერვალში შედგა. სამიტი შედეგის გარეშე დასრულდა.