„როიტერი“ - დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე ათობით ყოფილი „რესპუბლიკელი“ ახალი პარტიის ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს
„როიტერი“ - დონალდ ტრამპის მოწინააღმდეგე ათობით ყოფილი „რესპუბლიკელი“ ახალი პარტიის ჩამოყალიბების შესახებ მოლაპარაკებებს აწარმოებს

აშშ-ში ათობით ყოფილი „რესპუბლიკელი“ ჩინოსანი, რომელიც მიიჩნევს, რომ „რესპუბლიკურ პარტიას“ არ სურს წინააღმდეგობა გაუწიოს ექსპრეზიდენტ დონალდ ტრამპსა და დემოკრატიის ხელყოფის მის მცდელობებს, ახალი „მემარჯვენე-ცენტრისტული“ პარტიის ჩამოყალიბებას განიხილავს. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ახალი პარტიის შექნის მოლაპარაკებებში ჩართულ ოთხ პირზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიასაშუალების ცნობით, მოლაპარაკებებში მონაწილეობს 120-ზე მეტი პირი, მათ შორი რონალდ რეიგანის, ჯორჯ ბუშ უფროსისა და ჯორჯ ბუშ უმცროსის, ასევე დონალდ ტრამპის ადმინისტრაციების ყოფილი წევრები, ყოფილი რესპუბლიკელი ელჩები და ყოფილი არჩეული რესპუბლიკელები.

როგორც „როიტერი“ აღნიშნავს, გასულ პარასკევს მათ პლატფორმა „ზუმის“ საშუალებით ვიდეოშეხვედრა გამართეს. მონაწილეებს შორის იყვნენ ტრამპის ადმინისტრაციის პერიოდის შიდა უსაფრთხოების დეპარტამენტის მთავარი მრჩეველი ჯონ მიტნიკი, ასევე ამავე დეპარტამენტის ყოფილი თანამშომლები ელიზაბეთ ნიუმანი, მაილ ტეილორი და ყოფილი „რესპუბლიკელი“ კონგრესმენი ჩარლი დენტი.