„როიტერი“ - დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის შეწყალებას გეგმავს
„როიტერი“ - დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის შეწყალებას გეგმავს

აშშ-ის პრეზიდენტი დონალდ ტრამპი ეროვნული უსაფრთხოების საკითხებში ყოფილი მრჩევლის, მაიკლ ფლინის შეწყალებას გეგმავს. შესაბამის ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ საკუთარ წყაროზე დაყრდნობით ავრცელებს.

მაიკლ ფლინი 2016 წლის საპრეზიდენტო არჩევნებში რუსეთის შესაძლო ჩარევის საქმის ფარგლებში გამოძიებისთვის ცრუ ჩვენების მიცემისთვის იხდის სასჯელს.

„როიტერი“ აღნიშნავს, რომ არ არის გამორიცხული, ტრამპმა ფლინის შეწყალებასთან დაკავშირებით აზრი შეიცვალო. ფლინის გარდა, რესპუბლიკელი პრეზიდენტი კიდევ რამდენიმე ადამიანის შეწყალებას განიხილავს.

მაიკლ ფლინმა გამოძიების ფედერალური ბიუროსთვის ცრუ ჩვენების მიცემა 2017 წელს აღიარა. საქმე ეხებოდა დონალდ ტრამპის მიერ პრეზიდენტის უფლებამოსილების გადაბარებამდე ცოტა ხნით ადრე აშშ-ში რუსეთის ელჩთან მის კომუნიკაციას. მოგვიანებით ფლინმა ბრალის აღიარების განცხადების უკან გაწვევა სცადა. ფლინს 7,5 წლით თავისუფლების აღკვეთა აქვს მისჯილი.

მაიკ ფლინი ეროვნულ საკითხებში პრეზიდენტის მრჩევლად მხოლოდ 23 დღის განმავლობაში მუშაობდა. მან თანამდებობა რუსეთის ელჩთან კონტაქტის გახმაურების შემდეგ დატოვა.