უცხოური მედია - დონალდ ტრამპი და სი ძინპინი, შესაძლოა, სამხრეთ კორეაში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაცია APEC-ის ოქტომბრის სამიტზე შეხვდნენ
დონალდ ტრამპი და სი ძინპინი, შესაძლოა, სამხრეთ კორეაში, აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის ორგანიზაციის, APEC-ის სამიტზე შეხვდნენ. ამის შესახებ საგენტო „როიტერი“ წერს.
როგორც სააგენტო South China Morning Post-ზე დაყრდნობით იუწყება, დონალდ ტრამპი, შესაძლოა, ჩავიდეს აზია-წყნარი ოკეანის ეკონომიკური თანამშრომლობის (APEC) სამიტზე 30 ოქტომბერს ან სამიტამდე ჩავიდეს ჩინეთში.
დონალდ ტრამპის სპიკერს არ დაუდასტურებია სი ძინპინთან შესაძლო შეხვედრის გეგმა.
11 ივლისს აშშ-ის სახელმწიფო მდივანი მარკო რუბიო ჩინეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, ვანგ ის შეხვდა. შეხვედრის შემდეგ რუბიომ განაცხადა, რომ ტრამპი ჩინეთში იყო მიწვეული სი ძინპინთან შესახვედრად და აღნიშნა, რომ ორივე ლიდერს „ამის განხორციელება სურს“.