„როიტერი“ – ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროსთან ბალისტიკური რაკეტა გაუშვა

15:05, 20.09.2026

ჩრდილოეთ კორეამ აღმოსავლეთ სანაპიროსთან ბალისტიკური რაკეტა გაუშვა. ინფორმაციას „როიტერი“ სამხრეთ კორეელ მაღალჩინოსანზე დაყრდნობით ავრცელებს.

მედიის ცნობით, ოფიციალურმა ფხენიანმა აშშ კორეის ნახევარკუნძულზე დაძაბულობის ესკალაციაში დაადანაშაულა და ბოლო ერთ კვირაში უკვე მეორე ბალისტიკური რაკეტა დატესტა.

მომხდარს გამოეხმაურა სამხრეთ კორეის გაერთიანებული შტაბის ხელმძღვანელობა. მათი თქმით, ჩრდილოეთ კორეაში, ვონსანში ბალისტიკურ რაკეტად იდენტიფიცირებული საცდელი გაშვება ადგილობრივი დროით დღის სამ საათზე დააფიქსირა.

აღნიშნულს იაპონიის თავდაცვის სამინისტროშიც ადასტურებენ. იაპონიის საზოგადოებრივმა მაუწყებლის ცნობით, ბალისტიკური რაკეტა იაპონიის ეკონომიკური ზონის გარეთ ჩამოვარდა.

მსგავსი