ჩრდილოეთ ერაყში, ქურთების ავტონომიური რეგიონის დედაქალაქ ერბილში რამდენიმე რაკეტა ჩამოვარდა. ამის შესახებ „როიტერი“ ადგილობრივ სახელმწიფო მედიაზე დაყრდნობით იუწყება.
სააგენტოს ცნობით, მედია ინფორმაციას ერბილის გუბერნატორზე დაყრდნობით ავრცელებს.
„როიტერის“ ცნობით, რეგიონის ჯანდაცვის უწყების ხელმძღვანელმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მომხდარს მსხვერპლი არ მოჰყოლია.
ამასთან, საერთაშორისო მედიით ვრცელდება ინფორმაცია, რომ რაკეტები ჩამოვარდა ერბილში აშშ-ის საკონსულოს სიახლოვეს.