„როიტერი“ – ჩინეთის ცხრა თვითმფრინავი ტაივანის საჰაერო სივრცეში შევიდა

03:38, 25.02.2022

ჩინეთის ცხრა თვითმფრინავი ტაივანის საჰაერო სივრცეში შევიდა, – ინფორმაციას სააგენტო „როიტერი“ ტაივანის თავდაცვის უწყებაზე დაყრდნობით ავრცელებს.

გავრცელებული ინფორმაციით, ტაივანის სამხედრო საჰაერო ძალებმა საბრძოლო მზადყოფნა გააძლიერეს.

ტაივანის თავდაცვის სამინისტროს ცნობით, საჰაერო სივრცე რვა ჩინურმა გამანადგურებელემა J-16-მა და ერთმა სადაზვერვო თვითმფრინავმა y-8-მ დაარღვია.

მსგავსი